ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის მერიაში

  • 01 თებერვალი 2013, 16:35
  • 1344

ქუთაისის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე და  ვიცე–მერი ამირან ძოწენიძე ერთმანეთს ფიზიკურად  დაუპირისპირდნენ.  აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს, თენგიზ თოფურიძემ გააკეთა.  

მისი თქმით, ინციდენტი საკრებულოს  თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის კაბინეტში გამართული  თათბირის დროს მოხდა.

„ამირან ხვადაგიანის კაბინეტში  დამიბარეს. სადაც, მერიაში გაზრდილი შტატების  მოკვლევის საკითხი ხვადაგიანმა სამსახურის უფროსებს დაავალა.  ამის შემდეგ  ამირან ძოწენიძემ ჩემი გათავისუფლების საკითხი დააყენა. მერე შეურაცხყოფაზე  გადმოვიდა,  შემაგინა და ამის მერე ფიზიკურადაც გამოიწია. ამ ფაქტის მოკვლევა და ძოწენიძის კანდიდატურის ჩანაცვლება უნდა მოხდეს “, – ამბობს თენგიზ თოფურიძე. 

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ცემის ფაქტს უარყოფენ თავად ვიცე–მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.  

„კამათი იყო  ამირან ძოწენიძესა და თენგიზ თოფურიძეს შორის.  მაგრამ ამას ინციდენტს ვერ დავარქმევდი. ასეთი კამათი  ყოველ სამუშაო თათბირს მოჰყვება. არ მინდა დავწვრილმანდე ვინ რა უთხრა და რა უპასუხა“, –  განმარტავს ხვადაგიანი. 

ანალოგიურზე საუბრობს თავად ამირან ძოწენიძეც.

 „იყო კამათი, მაგრამ არ იყო შეურაცხყოფა. მაგრამ თუკი თოფურიძე იმის გამო, თვლის თავს შეურაცხყოფილად, რომ მას ის პრივილეგია შეუსუსტდება, რომლითაც  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში  სარგებლობდა. მას ჰქონდა იმაზე მეტი პრივილეგია რამდენიც სამივე ვიცე–მერს ერთად. მაგრამ ეს შეუსუსტდება. ის იქნება ჩვეულებრივი სამსახურის უფროსი“, – განაცხდა ძოწენიძემ. 

სხვა სიახლეები