ბიძინა ივანიშვილს და ირმა ინაშვილს ნობელის პრემიაზე წარადგენენ

  • 29 იანვარი 2013, 19:19
  • 3770

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და  მედია-კავშირ ობიექტივის ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს „ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი“ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. media.ge-ს ცნობით, ნომინირებულთა შორის იქნებიან მედია-კავშირ „ობიექტივის“ წამყვანები დავით  თარხან-მოურავი, სოსო მანჯავიძე და გიორგი ლომაია, ასევე, მერვე საპყრობილის თანამშრომელი და ციხის სკანდალური კადრების ავტორი დავით აკობია.

„ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფის" განმარტებით, ეს ადამიანები იმსახურებენ ნობელის პრემიას 2012 წლის  საპარლამენტო არჩევნებში შეტანილი წვლილისთვის. ნობელის პრემიაზე ამ ადამიანების წარდგენის ინიციატორია მწერალი  რომან ფინია. ინიციატივას ხელს აწერენ საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი, პოლიტოლოგები ალექსანდრე რუსეცკი და კახა კახიშვილი, პროფესორები ნანი ჭანიშვილი და თამარ კიკნაძე. ისინი მოტივაციაზე 31 იანვარს, რია ნოვოსტის ოფისში ისაუბრებენ.

ქსელია ქექია

1717 სტატია

სხვა სიახლეები