გამგებლის მოადგილე: კარდენახი ხარისხობრივად დაბალი პროცენტით სხვა დროს დაზარალდა

  • 29 იანვარი 2013, 15:26
  • 839

გურჯაანის გამგებლის მოადგილის ზვიად ყვირალაშვილი განცხადებით, სოფელი კარდენახი სხვა დროს, სეტყვით, ხარისხობრივად დაბალი პროცენტით დაზარალდა და სტიქიის ზონად ამიტომ არ გამოცხადდა. ყვირალაშვილი მოსახლეობას ბანკებთან სესხების გადავადებაში შუამდგომლობას დაჰპირდა.

კარდენახელები სტიქიის დაზარალებულად აღიარების მოთხოვნით დღეს, დილიდან, შეიკრიბნენისინი ამბობენ, რომ შარშანდელი სტიქიით მიყენებული ზარალის გამო ბანკებიდან კრედიტები გამოიტანეს და ახლა გადახდას ვერ ახერხებენ.

სხვა სიახლეები