კომპენსაციების გაცემის პრობლემებს სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნობიან

  • 28 იანვარი 2013, 13:54
  • 762

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები კახეთში გაემგზავრნენ, რათა ლაგოდეხსა და ყვარელში კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნონ.

სამინისტროს ცნობით, სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შეხვდება როგორც მოსახლეობას, ისე ადგილობრივ ხელისუფლებასა და კომისიის წევრებს.

კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში აქცია გაიმართა. ლაგოდეხელები ამბობდნენ, რომ სტიქიით დაზარალებულთა სიაში არ მოხვდნენ.

ახალმა მთავრობამ კომპენსაციების გაცემა ზაფხულში კახეთში მომხდარი სტიქიის შემდეგ 23 იანვარს დაიწყო. როგორც News.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, პირველ ეტაპზე კომპენსაციას 2 768 ბენეფიციარი მიიღებს, რომლებსაც საბანკო ანგარიშებზე თანხა უკვე ჩაერიცხა.  ჯამში საკომპენსაციოდ 95 მილიონი ლარი გამოიყო.

სხვა სიახლეები