პუტინმა თავისი "მეხოტბე" მუსიკოსი დააჯილდოვა

  • 24 იანვარი 2013, 16:58
  • 1456

პუტინმა სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, „ნოვაია როსიას“ დირიჟორი იური ბაშმეტი სამოცი წლისთავთან დაკავშირებით დააჯილდოვა  „მამულის წინაშე დამსახურების“ IV ხარისხის ორდენით.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იური ბაშმეტი არა მხოლოდ ცნობილი მუსიკოსია, არამედ დიდი ჰუმანიტარი მოღვაწეც არის.

საინტერესოა, თუ რაში მდგომარეობს ბაშმეტის ჰუმანიტარული მოღვაწეობა:

დირიჟორმა  საჯაროდ განაცხადა, რომ თაყვანს სცემს პუტინს და ძალზე მრავალმნიშვნელოვანი  კომენტარი გააკეთა ამერიკელების მიერ რუსი ობოლი ბავშვების შვილად აყვანის აკრძალვაზე: „თუკი ბავშვების თემას გვერდზე გადავწევთ და ვილაპარაკებთ მაგნიტსკიზე, მაშინ ეს იქნება არა ამერიკული, არამედ რუსული საკითხი. ამიტომ, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ისეთი შეგრძნებისა, რომ ჩვენ გვყავდეს რომელიღაც მთავარი უფროსი და ეს იყოს ამერიკა. ამიტომაც მე თაყვანს ვცემ პუტინს, რომელიც ამბობს: „ალლე - ჩვენ არა ვართ ამერიკა, ჩვენ რუსეთი ვართ და  არ გვსურს ამერიკელი უფროსი“.

საგულისხმოა, რომ შემოქმედებითმა მოღვაწეებმა, პუტინისაგან განსხვავებით, ბაშმეტის მიმართ გამოხატეს დაუფარავი ნეგატივიზმი: ცნობილმა ბარდმა, სერგეი ნიკიტინმა უარი თქვა მის საიუბილეო საღამოში მონაწილეობაზე; დოკუმენტალისტმა ვიტალი მანსკიმ კი ასეთი კომენტარი გაუკეთა ნიკიტინის საქციელს: „როდესაც ვინმე მიდის ბაშმეტის კონცერტზე,  თავის თავს ეუბნება: „მე მივდივარ სახელგანთქმული ალტისტის კონცერტზე“, ხოლო ვინც არ მიდის - ამბობს: „მე არ მივდივარ ნაძირალასთან, რომელიც ასე  იმეტებს ავადმყოფ ობოლ ბავშვებს“.

კოკა გურული

2759 სტატია

სხვა სიახლეები