მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლის პრემიერას შალვა გაწერელიას წლისთავზე გეგმავს

  • 19 იანვარი 2013, 17:42
  • 2198

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პრემიერა რეჟისორ შალვა გაწერელიას წლისთავს მიეძღვნება.

რეჟისორის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე "კუკარაჩა" დაიდგმება, რომელსაც ოთარ ბაღათურია უხელმძღვანელებს.

სპექტაკლში თეატრის ახალი და თეატრიდან წასული ძველი მსახიობები მიიღებენ მონაწილობას.

თეატრის დასმა დღეს დიდუბის პანთეონში რეჟისორის ხსოვნას მიაგო პატივი და საფლავი გვირგვინით შეამკო.

 

 

გამოყენებულია ტელეკომპანია "რუსთავის 2-ის" ვიდეო მასალა.

სხვა სიახლეები