თავდაცვის სამინისტრომ საკვების გამარჯვებული მომწოდებლები გამოავლინა

  • 18 იანვარი 2013, 14:33
  • 1940

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ქართული კვების კომპანიამ“ ფასთა გამოკითხვის საჯარო კონკურსი ჩაატარა. ამ მეთოდით, საჯარო კონკურსის მიზანი ქართული ჯარისა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებით უზრუნველყოფა და ეფექტიანი ფინანსური პოლიტიკის გატარება იყო. კონკურსში სულ 150 იურიდიულმა და ფიზკურმა პირმა მიიღო მონაწილეობა. ამ განცხადებების კლასიფიკაცია მიმდინარე წლის 6 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით მოხდა და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მონაწილეები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ:

1. ლოტში წარმოდგენილი პროდუქტების სრული მოწოდება;
2. არსებულ ფასებზე დაბალი ფასების წარმოდგენა.

თითოეულ ლოტზე გამოვლინდა საუკეთესო მომწოდებელთა მოკლე სია - 3 საუკეთესო და 2 სარეზერვო მომწოდებელი.

ლოტების მიხედვით, ფასთა გამოკითხვის კონკურსში გამარჯვებული მომწოდებლები არიან:

ბურღულეული - შპს “დაფნა”;
ბოსტნეული - შპს “ფუდ სერვისი”;
მაკარონის ნაწარმი - შპს „გუილდი“;
ხორცპროდუქტები - შპს “ A.G. თრადე”;
სოსისი, ძეხვი - შპს “გერმანელი ყასაბი 2010”;
რძის პროდუქტები - შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები”;
ზეთი - შპს “დაფნა”;
კარაქი - შპს “დაფნა”;
კვერცხი - “პოულტრი ჯორჯია” (კოდა);
შაქარი - შპს “დაფნა”;
ჩაი - შპს “ჯიჯიჯი კომპანი”;
ტომატ-პასტა - შპს “დაფნა”;
კონსერვი - შპს “დაფნა”;
ყველი - ი/მ ეკატერინე კუბლაშვილი;
მაიონეზი - შპს “დაფნა”;
ჯემი - შპს “დაფნა”;
საკონდიტრო ნაწარმი - შპს “ჯორჯიან ბეიქერს”;
გამაგრილებელი გაზიანი სასმელი - შპს “იბერია რეფრეშმენტს”;
მინერალური წყალი - სს “IDშ ბორჯომი საქართველო”;
ნატურალური წვენი - შპს “კამპა”;
თაფლი - ი/მ ავთანდილ დვალიშვილი;
შოკოლადი - შპს “მეგაკო”;
სარეცხი-საწმენდი საშუალებები - შპს “იდეალ სერვისი”;
ერთჯერადი ჭურჭელი - შპს “ეუროპაკი”;
პური - შპს “ნილი”, შპს “სერიდა”, შპს „საური“.

სხვა სიახლეები