„მაშა და დათვი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრში

  • 17 იანვარი 2013, 13:12
  • 5615

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ საბავშვო სახელმწიფო თეატრში, 19 იანვარს „მულტი-პულტის სამყარო“ პრემიერას „მაშა და დათვი“ გამართავს.

ეს არის პირველი ქართული მულტიპლიკაციური სერიალის ტიპის თეატრალური პროექტი, რომელზეც ექსკლუზიური უფლება „მულტი-პულტის სამყარომ“ მოიპოვა.

გოჩა ხვიჩიას მიერ დადგმული სპექტაკლი „მაშა და დათვი“ არ წარმოადგენს რუსული მულტიპლიკაციური ფილმის სცენური ინტერპრეტაციის სრულ ასლს. პატარა ქართველი მაყურებლისთვის შეიქმნა ახალი პიესა, დაემატა ახალი პერსონაჟები და სიტუაციები.

მაშას სურვილია შეხვდეს ქართული მულტიპლიკაციური ფილმის „წუნა და წრუწუნა“ მთავარ მოქმედ გმირებს, როგორც ყველა ბავშვს, მაშასაც ეს სურვილი უსრულდება და მას სტუმრად ქართველი პერსონაჟები ეწვევიან.

ქართული ზღაპრის პერსონაჟების გაჩენა რუსულ სერიალში ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნა იყო „მაშა და დათვის“ შემქნელებისადმი, რასაც სიხარულით დათანხმდნენ ლიცენზიის ავტორები.  

სპექტაკლში ქართველ მსახიობებთან ერთად მონაწილეობენ მაშა და დათვის დიდი თოჯინები, რომელიც საგანგებოდ ქართული სპექტაკლისთვის რუსეთში დამზადდა.

სხვა სიახლეები