ნინო და გიორგი - გასული წლის ყველაზე გავრცელებული სახელები

  • 15 იანვარი 2013, 10:23
  • 517

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს გოგონებს ყველაზე ხშირად ნინოს, ხოლო ვაჟებს გიორგის არქმევდნენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2012 სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების პოპულარული სახელებია: გიორგი 2967, ნიკოლოზი 2738, ლუკა 1927, საბა 1629, ანდრია 1592, ალექსანდრე 908, დავით 872, მათე 672, სანდრო 603, გაბრიელი 590, დემეტრე 541, ილია 460, დავით 441, დაჩი 348, ნიკა 319, ირაკლი 289, ლაზარე 281, ცოტნე 267, თორნიკე 248, რატი 206 და სხვა.

გარდა ამისა, 2012 წელს ასევე პოპულარობით სარგებლობდა სახელები: ბექა, იოანე, ზურა, ერეკლე, ლაშა, გიგი, ლევანი, ანრი, თომა, რეზი და სხვა.

ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია: ნინო 2602, ბარბარე 2161, მარიამ 1950, ანასტასია 1813, ელენე 1601, ნინი 1100, ლიზი 972, ანა 902, ნია 724, თამარ 505, სალომე 455, ანი 419, თეკლა 419, ნატალი 370, ანამარია 363, ანანო 356, ლიკა 332, ნუცა 323, ქეთევან 244, გვანცა 214 და სხვა.

გარდა ამისა, 2012 წელს ასევე პოპულარობით სარგებლობდა სახელები: სესილი, თათია, ლილე, ნატალია, ნინა, ნანა, მართა, ანნა, სოფია, ქეთი, ნათია, ქეთევანი, ეკატერინე და სხვა.

სხვა სიახლეები