პატრიარქი ფილარეტი: „ჩვენ არ გვსურს დაბრუნება ახალ იმპერიაში“

  • 08 იანვარი 2013, 19:20
  • 3710

კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური  ფილარეტი რუსეთის, ბელორუსიის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში უკრაინის შესვლის წინააღმდეგია. 

„ჩვენ საბაჟო კავშირის წინააღმდეგნი ვართ - არა იმიტომ, რომ ვეწინააღმდეგებით რუსეთს; რუსები ჩვენი თანამოძმენი არიან, მაგრამ საბაჟო კავშირი - ეს არის უკრაინის შეთრევა ახალ იმპერიაში. ჩვენ არ გვსურს  ახალ იმპერიაში ყოფნა, ჩვენ უკვე ნაცხოვრები ვართ იმპერიაში და ვიცით შედეგები. ამიტომაც ჩვენი უარი საბაჟო კავშირზე რუსეთთან ვაჭრობის უარს არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს უარს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ზიანს მოუტანენ ჩვენს უკრაინულ სახელმწიფოებრიობას“, - აცხადებს პატრიარქი.

იანუკოვიჩის უკრაინამ ახალ წელს შეაბიჯა უკანასკნელი წლებისათვის ყველაზე დაბალი სავალუტო რეზერვებით, ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებით და  მესამედით გაზრდილი დეფიციტით. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, არსენი იაცენიუკის თვალსაზრისით: „საქმე ისეა, რომ ჩვენი რუსი მეგობრები სიამოვნებით იფშვნეტენ თითებს -  რაც უფრო სუსტდება უკრაინა, მით უფრო ადვილად გახდება იგი რუსეთის ფედერაციის ან დიადი რუსეთის ნაწილი!“

კოკა გურული

2759 სტატია

სხვა სიახლეები