პირველი ალბომი, გავსებული სტადიონი და ბერას გასული წლის შთაბეჭდილებები

  • 03 იანვარი 2013, 14:27
  • 9390

ემოციური და გრძნობებით დატვირთული, ასეთი დაამახსოვრდება ბერას 2012 წელი. წარსულში დარჩა საკონცერტო ტურნესთვის შექმნილი ხელოვნური პრობლემები და ზეწოლა, რომელიც ბერას თქმით, მის ოჯახზე ხორციელდებოდა. ამაზე ბევრი საუბარი არ სურს...

”დინამო არენაზე“ გამართული კონცერტის შთაბეჭდილებები დღემდე გამოჰყვა. მსმენელს მადლობას უხდის პირველი ალბომის დადებითი შეფასებებისთვის და ამბობს, რომ მომდევნო წელს მუსიკაზე მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.

მათი ოჯახის საახალწლო ტრადიციები სხვა ქართული ოჯახებისგან არ განსხვავდება, მხოლოდ პატარა ძმას ულოცავდა ხოლმე ახალ წელს სანტას როლში, წელს ეს აღარ გამოვა - ოჯახის ყველაზე პატარა წევრი უკვე გაიზარდა და ადვილად იცნობს.

მისთვის ყველაზე სასიამოვნო მოგონება მოზარდობის პერიოდში მამასთან ერთად გატარებული დროა, როცა სოფელში ერთად სეირნობდნენ და მისგან რჩევებს იღებდა. სოფელში ახლა ბებია ცხოვრობს, რომელსაც ხშირად ვეღარ ნახულობს და ენატრება, ბოლო დროს მთელ ოჯახს სხვა ტემპით უწევს ცხოვრება.

ბერა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში წასვლის შემდეგ ტელევიზიით უფრო ხშირად ხედავს ვიდრე პირადად, თუმცა ყველაფერში დადებით მხარეს ეძებს.

სჯერა, რომ 2013 წელი ოცნებების ასრულების დასაწყისი იქნება...

სხვა სიახლეები