თაკო სალაყაია დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდა

  • 29 დეკემბერი 2012, 19:17
  • 3051

ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია პროკურატურაში დაკითხვაზე ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად გამოცხადდა. როგორც მან პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, არანაირი ინფორმაცია არ აქვს, თუ რა საკითხზე დაუსვამენ კითხვებს. 

შეგახსენებთ, რომ თაკო სალაყაია დაკითხვაზე 19:00 საათზე იყო დაბარებული. პროკურატურის ინფორმაციით, სალაყაია 2005 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს, რა დროსაც სალაყაიას შეურაცხყოფის ბრალდებით პოლიციელები ცემეს. ამავე საქმეზე, სასამართლომ პატიმრობა კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას, კუდ-ის სხვა თანამშრომლებს სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს დაუსწრებლად შეუფარდა. არც ერთი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება.

სხვა სიახლეები