კოტე კუბლაშვილი: იმედი მაქვს პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება

  • 27 დეკემბერი 2012, 15:03
  • 369

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ კანონპროექტის განხილვამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდება. კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ზოგიერთი დებულება, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევისა და გადაყენების წესებს განსაზღვრავს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისათვის მნიშვნელოვანია. კუბლაშვილს იმედი აქვს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მათ მოსაზრებებს გაიზიარებს.

"ვენეციის კომისიიდან ჩვენ მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება, რომ ისინი საქართველოში ჩამოდიან იანვრის ბოლოს და შეხვდებიან ამ პროცესის ყველა მონაწილეს. იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებით ყველაფერი ცხადი გახდება," - განაცხადა კუბლაშვილმა.

სხვა სიახლეები