სირიაში ”ალ-ქაიდა” ძლიერდება

  • 20 დეკემბერი 2012, 12:38
  • 576

ქვეყანაში არსებული კონფლიქტის ფონზე სირიაში ალ-ქაიდასთან შეერთებული ”ალ-ნუსრას ფრონტი”  გაძლიერდა, რომელიც ამერიკამ ცოტა ხნის წინ ტერორისტულ ორგანიზაციათი სიაში შეიყვანა.

”ალ ნუსრა” ბოლო პერიოდში  პოპულარული გახდა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი სუნიტ მუსლიმებში. გაერთიანებამ ალეპოსა და დამასკოში განხორციელებულ არაერთ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა. ”როიტერის” ცნობით, დაჯგუფების მებრძოლები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ აჯანყებულებთან ერთად იბრძვიან.

როგორც ცნობილი გახდა, ”ალ ნუსრამ”  გასულ თვეში დამასკოში, ჰამასა და ჰომსის პროვინციებში 45 თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა.

”როიტერთან” საუბარში ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანი ისლამური სახალიფოს აღდგენაა. აღნიშნული კი სირიაში მცხოვრები სხვა რელიგიების შეშფოთებას იწვევს, რომლებიც ვარაუდობენ რომ ”ალ ნუსრა” თალიბანის სტილის მმართველობის დამყარებას შეეცდება.

25 წლის ომარი, რომელიც ადრე ქვეყნის არმიაშიც მსახურობდა აცხადებს, რომ ”ალ-ნუსრასთან” შეერთება იმის გამო გადაწყვიტა, რომ მას როგორც სუნიტს ალავიტი ოფიცრები მუდმივად ჩაგრავდნენ, რომლებსაც არმიის ზედა ეშელონები აქვთ მონოპოლიზებული. შეგახსენებთ, რომ ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები  ალავიტები არიან.

თამთა კახაძე

5938 სტატია

სხვა სიახლეები