განათლების სამინისტრო და განათლების კომიტეტი მანდატურებზე ვერ თანხმდებიან

  • 18 დეკემბერი 2012, 13:51
  • 818

განათლების კომიტეტი და განათლების სამინისტრო მანდატურის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით  ვერ თანხმდებიან. განათლების უწყების მიერ პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით, მანდატურს ეს უკანასკნელი ნიშნავს. კომიტეტში კი მიიჩნევენ, რომ მანდატური სკოლამ უნდა დანიშნოს.   

„მანდატურის სამსახური უნდა არსებობდეს, რადგან  საუბარია 22 000 - დან  25 000 - მდე ადამიანზე, რომლებიც ამ  საჯარო იურიდიულ პირში არიან დასაქმებული. შეუთახნმებლობას იწვევს მანდატურის დანიშვნის საკითხი.  მე პირადად ვფიქრობ, რომ კარგი იქნება კომპრომისული ვარიანტი მივიღოთ. კერძოდ, სკოლის დირექტორი  და განათლების  სამინისტრო ერთად უნდა წყვეტდნენ ვინ უნდა იყოს მანდატური,“ - ამბობს განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე.

ჩაფიძის თქმით, კომიტეტი მიესალმება მანდატურის  პოლიციური ფუნქციისაგან გათავისფლებას.

„ის უნდა იყოს სკოლის მეგობარი, უსაფრთხოების დამცველი, ფსიქოლოგი.  ადამიანი, რომელიც კომუნიკაციაშია მოსწავლეებთან და არ აღრევს მათ უფლებებს,“ - ამბობს ჩაფიძე.  

სხვა სიახლეები