„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კოკა გუნცაძე დაინიშნა

  • 27 ნოემბერი 2012, 17:44
  • 2188

საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ კონსტანტინე გუნცაძე დაინიშნა, გენერალური დირექტორის (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის) პირველი მოადგილე კი ოლეგ ბიჭიაშვილი იქნება. ის გენერალური დირექტორის მოვალეობებს შეასრულებს. გადაწყვეტილება სს „საპარტნიორო ფონდმა“ მიიღო, ინფორმაციას კი „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

 მათივე ცნობით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრით განისაზღვრა. 

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული, ოლეგ ბიჭიაშვილი გამოცდილი რკინიგზელია, მას საქართველოს რკინიგზაში რამდენიმე ათეული წლის მსახურების სტაჟი აქვს და ზედმიწევნით კარგად იცნობს რკინიგზის სპეციფიკას.

 „რკინიგზის“ ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს დაემატა ერთი წევრი ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის სახით. ოპერაციათა მართვის დეპარტამენტს გრიგოლ სამსონაძე ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის დირექტორის თანამდებობას, ამ პოსტზე გურამ გურამიშვილი დაინიშნა.

გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ოლეგ ბიჭიაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დღეს "ფეისბუკით" გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობა ირაკლი ეზუბაიამ რამდენიმე კვირის წინდატოვა.

სხვა სიახლეები