თინა კანდელაკი: ილია ჭავჭავაძე ნინა გრიბოედოვას მამა იყო

  • 21 ნოემბერი 2012, 17:17
  • 14404

ფეისბუქში” პოპულარულია ფოტო-წარწერით, რომლის მიხედვითაც, 2010 წელს, ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა ილია ჭავჭავაძე ნინა გრიბოედოვის მამად მოიხსენია.

”თავის მხრივ, ნინა გრიბოედოვა ალექსანდრე გრიბოედოვის ცოლი იყო” - აღნიშნავს კანდელაკი.

”ეს ქალი, როგორც ინტელექტუალური გადაცემის წამყვანი, სხვებს კითხვებს რა სინდისით უსვამს?”, ”იცის და რა ქნას”, ”სირცხვილია”, ”ვახ, რა გაუნათლებელია”, ”კაი, რა გიკვირთ? ნებისმიერი სტუდენტი გააჩერეთ, თუ იგივე არ გითხრან” - წერენ იუზერები.

ცნობისათვის, ნინო ჭავჭავაძე (გრიბოედოვა) ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილია. 

ქსელია ქექია

1717 სტატია

სხვა სიახლეები