ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს დეკემბერში გადაეცემა

  • 21 ნოემბერი 2012, 17:20
  • 910

ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობას ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში სესილია მალსტრომი 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გადასცემს.

  ხვალ კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და პოლონეთის დელეგაცია ეწვევა, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე იმსჯელებენ.

შეხვედრაზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობასთან ერთად და იმ გამოცდილებასაც განიხილავენ, რომელიცამ მიმართულებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა დააგროვეს.

კოალიცია, რომელიც აერთიანებს ორგანიზაციებს პოლონეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან,  ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის საკითხს განიხილავს და კოალიციის სტრატეგიაზე იმსჯელებს. 

შეხვედრაზე ამ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ეფექტურ მეთოდებზეც იქნება საუბარი. შეხვედრის შედეგად, მოკლე ანალიტიკური დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული Policy Brief შემუშავდება.

სამოქმედო გეგმა უკვე გადაცემული აქვს მოლდოვას და უკრაინასამ ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ახორციელებენ აღნიშნული დოკუმენტის მონიტორინგს.

სხვა სიახლეები