ფარულავა-გაჩეჩილაძის დავაში ჩარევაზე დიმიტრი გაბუნია უარს ამბობს

  • 08 ნოემბერი 2012, 19:32
  • 9240

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია უარყოფს ინფორმაციას რომ თაკო გაჩეჩილაძის პირადი ადვოკატია.

„გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ მე ვარ თაკო გაჩეჩილაძის პირადი ადვოკატი არ შეეფერება სინამდვილეს, არც ამ საქმეში და არც სხვაგან.. უბრალოდ თაკომ რამდენიმე დღის წინ დამირეკა და მითხრა, რომ ია ფარულავას უნდა ვუჩივლოო, რაზეც ჩვენს შორის შეხვედრა არ მოხდა. აქვე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ამ დავაში ჩართვას არ ვაპირებ“,- წერს დიმიტრი გაბუნია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებამდე ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძეს შორის საგრიმიოროში შელაპარაკება მოხდა. შედეგად ფარულავა გაჩეჩილაძეს ფსიქიატრის დახმარებას ურჩევდა გაჩეჩილაძე კი, ფარულავას შოუს დაწყებამდე, გასახდელში, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდა დასასამართლოში ჩივილს აპირებდა.

თაკო გაჩეჩილაძე კი „პრაიმ ტაიმ“-თან საუბარში აცხადებდა, რომ მისი პირადი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნებოდა.

სხვა სიახლეები