საქართველო სამედიცინო დაზღვევის გერმანულ მოდელზე გადადის

  • 01 ნოემბერი 2012, 20:22
  • 7206

პარლამენტარ კობა დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის ახალ რეფორმას საფუძვლად გერმანული "ბისმარკის" მოდელი უდევს.

სადაზღვევო რეფორმის მიხედვით, შეიქმნება ერთიანი სადაზღვევო ფონდი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება და "ტრიპარტიზმის" ანუ სამი მხარის ურთიერთშეთანხმების პრინციპით იმოქმედებს. 

"სახელმწიფო,  ექიმები და პაციენტები იქნებიან წარმოდგენილი, რომელთა საჯარო, გამჭვირვალე შეთანხმებით ბაზარზე ფასების რეგულირება, ხარისხის კონტროლი და საყოველთაო ხელმისაწვდომობა მოხდება",- აცხადებს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში გადაცემაში "ახალკაცის მატრიცა" კობა დავითაშვილი

"საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეული იქნება საბაზისო პაკეტით. საბაზისო პაკეტი ეს არ არის ყველაფერი, ეს არ არის კომუნიზმი და აბსოლუტური ჯანდაცვა.  ეს პაკეტი უზრუნველყოფს, რომ ადამიანი არ მოკვდეს უფულობის გამო და რაც მთავარია არ მოხდეს ადამიანის გაღატაკება",- ამბობს დავითაშვილი.

მისივე განმარტებით, დაზღვევის ეს პაკეტი, მოსახლეობისთვის კბილების ჩასმას, პლასტიკური ოპერაციის და ყველანაირი ანალიზის გაკეთებას არ უზრუნველყოფს. 

სხვა სიახლეები