კონკურსი სკოლის დირექტორების შესარჩევად

  • 09 თებერვალი 2012, 13:47
  • 1362

სკოლის დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ - გვერდზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია. გამოცდა 2012 წლის აპრილში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, დირექტორობის მსურველი გაივლის ინდივიდუალურ ტესტირებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მეორე ეტაპზე კი მათ გასაუბრება ჩაუტარდებათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით,  შესარჩევი კონკურსის მიზანია, გამოავლინოს პროფესიონალი კადრები, რომლებიც აკმაყოფილებენ დირექტორის სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებენ უზრუნველყონ საჯარო სკოლის უწყვეტი განვითარება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება.

მსურველთა რეგისტრაცია 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მსგავსი ელექტრონული რეგისტრაცია პირველად გასულ წელს ჩატარდა.

სხვა სიახლეები