მამუკა ღლონტი ინგა გრიგოლიას პასუხს ელის

  • 04 ოქტომბერი 2012, 17:01
  • 4268

„მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ ინგა გრიგოლიასადმი მისი შეთავაზება ტელეკომპანია "მაესტოზე" გადასვლასთან დაკავშირებით, კვლავ ძალაშია.

აღნიშნული კომენტარი მამუკა ღლონტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ინგა გრიგოლიამ "პრაიმტაიმის" ფურცლებზე მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

„მე დაველოდები ინგას პასუხს, თუმცა მე მეგონა, რომ უფრო ადრე გამომეხმაურებოდა, მაგრამ არც ეხლა არ არის გვიანი“, - განაცხადა მამუკა ღლონტმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ღლონტმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ინგა გრიგოლიას ჟურნალისტიკაში დაბრუნების შემთხვევაში „მაესტროზე“ მუშაობას სთავაზობდა.

სხვა სიახლეები