გაზეთი "ასავალ დასავალი" "ასავალ ასავალის" სახელით გამოვიდა

  • 03 ოქტომბერი 2012, 12:53
  • 35573

გაზეთი "ასავალ დასავალის" ახალი მე-40 ნომერი "ასავალ ასავალის" სახელით გამოვიდა. გაზეთის გარეკანზე ბიძინა ივანიშვილის ფოტოა გამოსახული, რომელიც სანთლით ხელში ტაძარშია გადაღებული, ფოტოს გვერდით კი, წითელი წარწერაა "გავიმარჯვეთ!"

გაზეთის რედაქცია გაზეთის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით გაზეთის ფურცლებზე განმარტებას არ აკეთებს, ჯერჯერობით უცნობია, საერთოდ შეეცვალა თუ არა სახელწოდება გაზეთს, თუ ეს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია" ქართული ოცნების" გამარჯვებას მიეძღვნა და ერთჯერად ხასიათს ატარებს.

სხვა სიახლეები