რა დაავადებებს არიდებს ქალებს ინტიმური ურთიერთობა

  • 17 ნოემბერი 2016, 11:56
  • 6415

ცნობილია, რომ დაქორწინებული წყვილები უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მარტოხელები. პენსილვანიაში (აშშ) უილკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ინტიმური სიახლოვე ქალებს არიდებს რიგ სერიოზულ ავადმყოფობებს ან სნეულებათა ცალკეულ სიმპტომებს:

გრიპი და რესპირატორული დაავადებები - რეგულარული სექსი სამჯერ  ზრდის იმუნომასტიმულირებელი ანტისხეულების - А იმუნოგლობულინების რაოდენობას, რომლებიც იცავენ ორგანიზმს რესპირატორული ვირუსებისაგან.

შაკიკი - ქალები ხშირად უარს ამბობენ სექსზე თავის ტკივილის გამო. სულ ტყუილად - სექსუალური ურთიერთობის დროს ენდორფინებისა და კორტიკოსტეროიდების დონე სისხლში იზრდება, რომლებიც ბუნებრივი გაუტკივრების უნარით არიან დაჯილდოებულნი და ინტიმური ურთიერთობის შემდეგ ყოველგვარ ტკივილს ავიწყებენ ქალბატონებს.

მენსტრუალური ციკლი - ქალებს, რომლებიც სისტემატურად არიან სექსით დაკავებულები, ნაკლებად აწუხებთ ციკლთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის  დისკომფორტი და დაურეგულირებელ პერიოდულობასაც არ უჩივიან.

სიმსუქნე - ვისაც მიდრეკილება აქვს ჭარბი ცხიმის დაგროვებისკენ, მათთვის ინტიმური ურთიერთობა ნორმალური წონის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა.

კოსმეტიკური დეფექტები - რეგულარული ინტიმური ურთიერთობით დაკავებული ქალები 7-12 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან თავიანთ თანატოლებთან შედარებით. ამის მიზეზია სისხლში ქალური ჰორმონის - ესტროგენის მომატება. მისი მეოხებით თმა მბზინვარე  ხდება, ხოლო კანი - ელასტიური.

სახის კანი - როგორც ცნობილია, გარდატეხის ასაკში მოზარდებს აწუხებთ პირისახეზე სხვადასხვა სახის გამონაყარი. ასაკთან ერთად ეს გაივლის ხოლმე. ზრდასრულ ასაკში ინტიმურ ურთიერთობაზე უარი შეიძლება კანის გამონაყარისთვის ხელშემწყობ ფაქტორად იქცეს.

შარდის შეუკავებლობა - ასაკთან ერთად  დუნდება მენჯის ფსკერის კუნთები და ქალებს შეიძლება განუვითარდეთ უადგილო ადგილას  შარდის შეუკავებლობა (მაგალითად, სიცილის დროს). ინტიმური ურთიერთობა ეხმარება მათ ამ კუნთების ტონუსის შენარჩუნებაში.

ფსიქიკური დარღვევები - ინტიმურ ურთიერთობაზე უარის თქმა იწვევს ფსიქიკურ გადახრებს. შემთხვევითი როდია, რომ შინაბერები ყოველთვის გამოირჩევიან ათასგვარი  უცნაურობებით.

ასე რომ, ეთიკური და ზნეობრივი ნორმების ფარგლებში და, რაც მთავარია, მეუღლესთან ჭეშმარიტი სიყვარულით დაკავშირებულ ქალბატონებს ინტიმური ურთიერთობა აარიდებს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ მრავალ უსიამოვნებას.

სხვა სიახლეები