9 თვის ჩვილის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

  • 01 ოქტომბერი 2012, 15:18
  • 2563

შსს-ში გურჯაანის რაიონში სოფელ კოლაგში 9 თვის ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები არ არსებობს, რომელსაც შსს ამ დროისთვის გაასაჯაროებს.  

როგორც news.ge - ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

"ამ დროისთვის გამოძიების შესახებ ვერაფერს ვერ ვიტყვი. საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ", - აღნიშნა მახარაძემ.

მისი თქმით, 9 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმე ეკა ზღულაძეს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. 

გურჯაანის რაიონში სოფელ კოლაგში 9 თვის ბარბარე რაფალიანცი წუხელ ქვევრში ჩაგდებული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს პირველ სართულზე ეძინა, მშობლები, ნათესავებთან ერთად, მეორე სართულზე იმყოფებოდნენ. ბავშვი დაძინებიდან დაახლოებით, ერთ საათში, ოთახში ვეღარ ნახეს და ძებნის შედეგად წყლიან ქვევრში ჩავარდნილი იპოვეს.

სხვა სიახლეები