ატლანტიკური საბჭო: საარჩევნო დარღვევები ან „ქართული ოცნების“ გამარჯვება პრობლემებს შექმნის

  • 18 სექტემბერი 2012, 18:48
  • 986

აშშ-ს ატლანტიკურმა საბჭომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში "საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტი არჩევნების წინ" აღნიშნულია, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებში ძირითადი ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის გაიმართება.

"ნაციონალური მოძრაობის"გამარჯვება ქვეყნის სტატუსს დასავლეთში გააუმჯობესებს. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები დარღვევებით ჩატარდება და/ან "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, რასაც მთავრობის გაყოფა მოჰყვება, ეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დამატებით პრობლემებს შექმნის ", - წერია აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

სხვა სიახლეები