ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა 150 ადამიანს დამსაქმებელთან შუამდგომლობა გაუწია

  • 13 სექტემბერი 2012, 16:14
  • 275

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა,  მუხიანში, ავტოსადგურის მშენებლობაზე დასაქმებული 500 ადამიანიდან, 150-ს პირადად გაუწია შუამდგომლობა დამსაქმებელთან. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ხაჩირაშვილი დღეს, სწორედ ავტოსადგომის მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ხაჩირაშვილმა გლდანის რაიონის მცხოვრებლების პრობლემებზეც ისაუბრა.

„გლდანელების ძირითადი პრობლემა არის დასაქმება და ჩვენი პრიორიტეტია, ისეთი გარემო შვქმნათ, რომ ხელი შეუწყოთ სამუშაო ადგილების  შექმნას,“-განაცხადა ხაჩირაშვილმა მშენებლობის დათვალიერებისას.

სხვა სიახლეები