"თბილისი მოლში" ჰიპერმარკეტი "კარფური" გაიხსნა

  • 12 სექტემბერი 2012, 20:16
  • 61576

ახალ სავაჭრო ცენტრში "თბილისი მოლი" საერთაშორისო ფრანგული ბრენდი ჰიპერმარკეტი "კარფური" გენერალურმა დირექტორმა ჟან ლუი ქლარიმ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნეს.

გიგი უგულავას განცხადებით, ყოველი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა ნელ-ნელა გვაშორებს წარსულთან და გვაახლოებს მომავალთან, როცა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობა აღარ იქნება.

ჟან ლუი ქლარი ამბობს, რომ "თბილისი მოლში" "კარფური" 13 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული. მისივე თქმით, "კარფურის" ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია მომხმარებლისთვის პროდუქციის დაბალი ფასებით შეთავაზებაა. ასევე ჟღერს "კარფურის" სლოგანიც: "ყოველთვის დაბალი ფასები".

"კარფურის" ინფორმაციით, სუპერმარკეტების ქსელი 1958 წლიდან ცდილობს სტერეოტიპის დარღვევას მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასების შეუთავსებლობის შესახებ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრიდან "თბილისი მოლამდე" 4 ახალი სამარშრუტო ხაზი დაინიშნა. დღეს შედგა "კარფურის" ოფიციალური გახსნის ცერემონია, მომხმარებლებს კი პროდუქციის შეძენა ხვალიდან შეეძლებათ. გენერალური დირექტორის განცხადებით, "კარფური" ყოველდღე 09:30-დან 22 საათამდე იმუშავებს.

სხვა სიახლეები