ორგაზმი- ყოველ 15 წუთში

  • 28 აგვისტო 2012, 12:03
  • 4853

ნიუ-ჯერსის საავადმყოფოში მომუშავე მედდა კიმ რამსი, დღის განმავლობაში  ორგაზმს რამდენჯერმე განიცდის. საკმარისია, საჭესთან დაჯდეს ან იატაკი მოწმინდოს, მაშინვე ექსტაზში ვარდება.

მედდის თქმით, პერმანენტულ სიამოვნებას მხოლოდ უხერხულობა მოაქვს, ამას გარდა ის ვერ ახერხებს სამუშაოზე კონცენტრაციას.

დაავადებამ მას საყვარელი მამაკაციც დააკაგვინა. ის ვერ შეეგუა, რომ ქალი დღეში რამოდენიმეჯერ განიცდიდა ორგაზმს, და არცერთხელ მასთან სექსის დროს.

"ქალებს შურთ ჩემი. პროცესი, რომელიც ყველას "კი", "კი"-ს ათქმევინებს, ჩემთვის "არა", "არა"- არის. სანამ ისინი რეგულარულად ფიქრობენ, თუ როგორ განიცადონ ორგაზმი, მე მის შეჩერებაზე ვოცნებობ,"- ამბობს კიმ რამსი.

10 წლიანი დაავადების მიზეზი, ექიმების აზრით, კიბიდან ჩამოვარდნაა, რის შემდეგაც მას ზურგის ტვინთან კისტა გაუჩნდა.

აღსანიშნავია, რომ კიმ რამსის განცდა არაფერია ბრიტანელ ელი ალენთან შედარებით, რომელიც მუდმივი აღზნებით იტანჯება და დღეში დაახლოებით 250-ჯერ განიცდის ორგაზმს.

სხვა სიახლეები