ლეიბორისტები „კავკასიას“ ბოიკოტს უცხადებენ

  • 18 აგვისტო 2012, 16:32
  • 880

„ლეიბორისტული პარტია“ ტელეკომპანია „კავკასიას“ ბოიკოტს უცხადებს და არხის ეთერში წინასაარჩევნო უფასო სატელევიზიო დროზე უარს ამბობს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატ კახაბერ ძაგანიას თქმით,  „კავკასიას“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რაც „ლეიბორისტებისთვის“ იმდენად მიუღებელი ფაქტია, რომ მისი საეთერო დროის გამოყენებაზე უარს ამბობენ.

„უარს ვაცხადებთ, პარტიისთვის გამოყოფილ უფასო სარეკლამო ეთერზე "კავკასიის" არხზე, რადგანაც დავით აქუბარდია „ქართული ოცნების“ პიარაგენტი გახდა, რაც ჟურნალისტიკის ეთიკის ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, - განაცხადა კახაბერ ძაგანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე. 

სხვა სიახლეები