17 აგვისტოს, „Pussy Riot“-ის განაჩენის გამოტანის დღეა. კულტურის მოღვაწეები თავის ხმას უერთებენ გოგონების დამცველ, კეთილი ნების მრავალრიცხოვან ადამიანს.
მწერალი ბორის აკუნინი „Pussy Riot“-ის მომხრეებს მოუწოდებს, ხვალ, იმ სასამართლოსთან მისვლას, სადაც მათ ელით განაჩენი: „სიტუაცია, რომელიც შეიქმნა „Pussy Riot“-ის გარშემო, ბრალდებულ გოგონათა მომხრეებისაგან მოითხოვს არა მარტო ვირტუალურ პროტესტს ინტერნეტში, არამედ პირად დასწრებას. ხვალ, ჩემი თვალსაზრისით, სწორედ ის ვითარებაა, როდესაც არმისვლა არ შეიძლება“.
მწერალი სტრუგაცკი: „ გოგონებმა ჩაიდინეს ხულიგნობა და მისი პოლიტიკური აქცენტი საქმის არსს არ ცვლის. პირადად მე მათ განვუსაზღვრავდი ქალთა მონასტერში იატაკების რეცხვას 15 დღე-ღამის განმავლობაში; ვფიქრობ, ეს იქნებოდა საკმარისზე მეტი სასჯელი. რუსეთის ხელისუფლებამ კი, ამ ინციდენტზე რეაგირება მოახდინა იმდენად არაადეკვატურად, იმდენად უნიჭოდ, იმდენად ბიუროკრატიულად ბრიყვულად, რომ ხულიგნების მიმართ ზიზღის ნაცვლად, საკუთარი თავის მიმართ გამოიწვია ზიზღი“.
მსახიობ იურსკის აშინებს ის გარემოება, რომ თუ მის ნაცნობებში ადრე ბატონობდა აზრი, რომ „ ამ გოგოებს გაროზგვა მოუხდება და ეს საკმარისია“, ახლა რაღაცნაირი გაღიზიანება იგრძნობა: „ასეც მოუხდებათ, მეტის ღირსნი არიან“ ალბათ მალე დაიძახებენ: „ჯვარს აცუ ეგე!“ საზოგადოებაში დაირღვა თანაგრძნობის ინსტინქტი, სამართლიანობის ინსტინქტი, ერთმანეთისადმი ყურადღების ინსტინქტი - გამოდის, რომ ეს საზოგადოება ძალიან ავად ყოფილა. „ყველაზე საშინელი იქნება“, - შეშფოთებით დაასკვნის მსახიობი - „ თუ სასამართლოზე, იქ, სადაც განაჩენს წაიკითხავენ, ამ სიძულვილით ავსილი ხალხი მოსამართლეს მკაცრ განაჩენს მოსთხოვს“.
ლეგენდარული „ბითლზის“ წევრი პოლ მაკარტნი პირად წერილს უგზავნის სინდისის პატიმრებს: „ძვირფასო ნადია, კატია და მაშა! მე თანაგრძნობას გიცხადებთ თქვენთვის ამ მძიმე დღეებში; მსურს, იცოდეთ: მე დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება დაიცავს სიტყვის თავისუფლების პრინციპს თქვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის და არ დაგსჯით პროტესტის გამო. ცივილიზებულ სამყაროში ბევრ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის ნება, თუ ამას არავისთვის მოაქვს ზიანი და მე დარწმუნებული ვარ - ეს არის საუკეთესო პრაქტიკა ნებისმიერი საზოგადოებისათვის. მე მჯერა - თქვენ ძლიერებად დარჩებით და ვიმედოვნებ, რომ მე, ისევე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ვისაც ჩემსავით სწამს თავისუფალი სიტყვისა, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მხარი დაგიჭიროთ თქვენ და თავისუფალი შემოქმედების პრინციპს!“
სხვა სიახლეები

