გერმანიის შემდეგ, შვეიცარიაშიც მიიღეს გადაწყვეტილება - ადგილობრივ უნივერსიტეტებში მომავალი იმამები მოამზადონ. წლის ბოლოსათვის, წარმოდგენილი იქნება ისლამური თეოლოგიის დეპარტამენტის მოდელი.
ბაზელის უნივერსიტეტის რექტორმა, ანტონიო ლოპრინომ განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ჩატარდება კონფერენცია ქვეყანაში იმამების განსწავლის თემაზე. ამ კონფერენციაზე იმამები, მუსულმანურ თემთა ლიდერები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები შექმნიან ისლამური რელიგიური განათლების მოდელს ქვეყანაში.
„იდეალურ შემთხვევაში სტუდენტი, რომელიც სწავლობს ისლამურ თეოლოგიას, კუთვნილებასაც უნდა გრძნობდეს საკუთარ მუსულმანურ ტრადიციებთან და, იმავდროულად, შეეძლოს ისლამის ადაპტირებაც ევროპული ცხოვრების რეალიებთან,“ - მიიჩნევს უნივერსიტეტის რექტორი და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ: „იმამები, რომლებიც განათლებას მიიღებენ შვეიცარიაში, აუცილებლად უნდა ემხრობოდნენ ისლამში ლიბერალურ მიმართულებას“.
სხვა სიახლეები

