საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პედაგოგ ლამარა მარგველაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლამარა მარგველაშვილი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის 53-ე საშუალო სკოლას და შესანიშნავი პედაგოგი იყო.
"მე სამწუხარო ამბავი შევიტყვე დამსახურებული პედაგოგის, ქალბატონი ლამარა მარგველაშვილის გარდაცვალების შესახებ. ქალბატონი ლამარა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის 53-ე საშუალო სკოლას და იყო შესანიშნავი პედაგოგი, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა. ორიოდ წლის წინათ, ქალბატონი ლამარა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დავაჯილდოვეთ და, ვფიქრობ, მის ცხოვრებას ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვა - "ბრწყინვალება" შეეფერება... გულწრფელად ვუსამძიმრებ ქალბატონი ლამარას ოჯახის წევრებს და მის ახლობლებთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს", - აღნიშნულია პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სხვა სიახლეები

