თბილისის უმეტეს ნაწილს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს

  • 09 აგვისტო 2012, 15:12
  • 288

თბილისის უმეტეს რაიონებს ამ დროისთვის წყალმომარაგება  შეწყვეტილი აქვს.

როგორც news.ge - ს კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, თბილისში წყალმომარაგების შეფერხების მიზეზი საქართველოს ენერგოსისტემაში, დაახლოებით, 13:20 საათზე მომხდარი სასისტემო ავარია გახდა.  

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის უქონლობის გამო, თითქმის 1 საათის განმავლობაში, ფუნქციონირება შეწყვეტილი ჰქონდა არაგვის ხეობასა და თბილისში განთავსებულ ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ყველა სათავო ნაგებობასა და სატუმბო სადგურებს, მათ შორის ღრმაღელესა და სამგორის საფილტრო სადგურებს.

წყალმომარაგება დედაქალაქში 4 საათის განმავლობაში კვლავაც შეფერხებებით განხორციელდება, ვინაიდან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტექნიკური პროცესების გამო, წყალსადენის ქსელებისა და სამარაგო რეზერვუარების შევსება, წყალმომარაგების რეჟიმების დარეგულირება და წყლის მიწოდების აღდგენა გაცილებით მეტ დროს ითხოვს. 

 თბილისის სრული წყალმომარაგების აღდგენა დღეს, 18:30 საათიდან, ეტაპობრივად გახდება შესაძლებელი. 

ტეგები

სხვა სიახლეები