ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის გამო, თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა დროებით შეჩერდა, თუმცა, როგორც news.ge - ს მეტროპოლიტენში განუცხადეს, ამ დროისთვის მეტროს მუშაობა აღდგენილია.
"ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად გვირაბაბეში გაჩერებული მატარებლების გვირაბებიდან გამოყვანა ეტაპობრივად მოხდა, ჩვენი ენერგორესურსებით, ამის გამო მგზავრებს პრობლემა არ შექმნიათ",- განაცხადა პრესსამსახურის თანამშრომელმა.
საქართველოს ელექტროსისტემა ავარიის გამო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროსისტემა მაღალი ტემპერატურის შედეგად მაღალი ძაბვის ხაზების გადახურებამ გამოყვანა მწყობრიდან.
სხვა სიახლეები

