ბერას "GDS TV" ინტერნეტში დღეს გავა

  • 09 აგვისტო 2012, 14:41
  • 4744

ბერა ივანიშვილის ტელეკომპანია GDS TV ინტერნეტმომხმარებლისთვის დღეს ჩაირთვება. Global TV-ის მეშვეობით კი, უახლოეს დღეებში გავა ეთერში. როგორც GDS TV-ის ოფიციალურ FB-გვერდზე წერია, ტელევიზიის ყურება   შესაძლებელი იქნება მისამართზე - www. gdstv.ge.

”GDS TV პოზიციონირდება როგორც უნივერსალური გასართობი არხი. ტელესივრცე, რომელსაც შეუძლია პოზიტიური განწყობის შექმნა და რომლის მაყურებელთა ძირითად ნაწილს ახალგაზრდები შეადგენენ. GDS TV-ზე წარმოდგენილი იქნება ტელეგართობის ყველა შესაძლო ჟანრი: მსოფლიო კინოგაქირავების ლიდერი ფილმები, საუკეთესო დოკუმენტური ფილმები, მუსიკალური კლიპები, საბავშვო, სპორტული, შემეცნებითი, გასართობი, მუსიკალური გადაცემები, გეიმ-შოუ, რეალითი-შოუ, პოპულარული ამერიკული და ევროპული სერიალები,” - წერს გვერდის ადმინისტრატორი.

ცნობისთვის, ბერა ივანიშვილის  ტელეკომპანიას -  GDS TV  მაუწყებლობა სავარაუდოდ, 7 აგვისტოს უნდა დაეწყო.  თუმცა, GDS TV არც ტელევიზიითა და არც ინტერნეტით არ გასულა. „გლობალ TV“-ში News.ge-ს განუცხადეს, რომ ბერა ივანიშვილის გასართობი ტელეარხი მაუწყებლობას, უახლოეს დღეებში, დაიწყებს.

GDS TV-ში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია გასართობი იქნება. საერთო  სამაუწყებლო ლიცენზია კი,   ტელეკომპანიას მინიმუმ ორი სახის (საინფორმაციო და სხვა ტიპის)  გადაცემის მომზადებას ავალდებულებს. 


ქსელია ქექია

1533 სტატია

სხვა სიახლეები