ვიდეო სახელწოდებით "იმედმა ბოდიში მოიხადოს!", რომელიც ინტერნეტ-სივრცეში სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" პოპულარობით სარგებლობს. ვიდეოს რამდენიმე ათეული გაზიარება აქვს.
კადრებში ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი აგვისტოს ომზე საუბრის დროს აცხადებს, რომ "2008 წელს რუსეთის ჯარები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ლეგალურად შევიდნენ". როგორც ვიდეოდან ჩანს, ეს ჩართვა "იმედის" პირდაპირ ეთერში 7 აგვისტოს 11-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში" გავიდა.
"ფეისბუკის" მომხმარებლები "მე-9 არხის" შემდეგ "იმედს" აკრიტიკებენ: "იმედის კოლექტივი ჯერ კიდევ არ გადასულა მე-9 არხზე? :D", "კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ბედნიერი გამონაკლისების გარდა, ტელეჟურნელისტებს არც წერას და არც აზროვნებას არავინ სთხოვს", ბოდიში მოიხადოს "იმედმა" - ოკუპანტ-ტივიმ :)))" "აუ, ამ ამბავზე მაგრად ვიხალისე!!! "მეცხრე არხი" გუშინ პირველად ამათ "ჩაქოლეს" :))) ...ახლა იტყვიან, ეგ მოდელირებული იყო, არ ითვლებაო :)))" "აუ, სულ გამოშტერდა ეს ხალხი!!!!!", "კარგი ჟურნალისტების სერიოზული დეფიციტია :/", "ეტყობა ვიზა ჰქონდა ყველას საქართველოსი, ამიტომაც ლეგალურად შემოვიდნენო :):)" - წერენ იუზერები.
ვიდეო ერთ-ერთი იუზერის უძილაურის მიერაა ატვირთული. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი უძილაური ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუკის" გვერდის ადმინისტრატორიცაა.
ტელეკომპანია "იმედი" უკვე მესამე მედია საშუალებაა, ვინც რუსეთის ჯარების შემოყვანას საქართველოს ტერიტორიაზე "ლეგალური" უწოდა. გუშინ მსგავსი შეცდომა მოუვიდა ტელეკომპანია "მე-9" არხსაც 12-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში. 3-საათიან გამოშვებაში კი, "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ შეცდომაში სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენ”-ის მიერ მომზადებული მასალის გამო შევიდნენ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ქრონოლოგიას ეხებოდა. თავის მხრივ, ბოდიში მოიხადა სააგენტო "GHN"-მაც.
სხვა სიახლეები
