ივანიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

  • 08 აგვისტო 2012, 19:19
  • 576

Facebook-ში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე მისი განცხადება გავრცელდა.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ომის შედეგები ძალიან ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის - ნგრევა და მსხვერპლი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება. ათეულ ათასობით ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

"მინდა ქედი მოვიხარო იმ გმირების წინაშე, რომლებიც სამშობლოსათვის ბრძოლაში დაეცნენ. მათი ხსოვნა ჩვენი გულებიდან არასოდეს წაიშლება. იმავდროულად, მე მჯერა, რომ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული ეპიზოდიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და სწორად გათვლილ სამომავლო გეგმებს დავსახავთ. მწამს, რომ სწორად გათვლილი და თანამიმდევრული სტრატეგიით ჩვენ შევძლებთ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და ქართველებსა და ოსებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის სრულფასოვნად აღდგენას",-აცხადებს ივანიშვილი.

"მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას. ეს განცხადება კი მინდა დავასრულო ეროვნული მოძრაობის დროს აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული ვოვა ვეკუას სიტყვების პერიფრაზით : მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც ვიპოვით გზას ოსი და აფხაზი ხალხის გულებისკენ და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვების საწინდარი. ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო გაიმარჯვებს!"- ნათქვამია ივანიშვილის ოფიციალურ განცხადებაში.

სხვა სიახლეები