სახელი, გვარი: დათო ტურაშვილი
საქმიანობა: მწერალი
1. რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი - ესპანეთში ან არგენტინაში. თუმცა ერთხელ ბასა ჯანიკაშვილმა წიგნი მათხოვა, რომლის მიხედვითაც გავარკვიე, რომ წინა ცხოვრებაში ისლანდიელი მეთევზე ვიყავი.
2. ის, რასაც არასოდეს გავაკეთებ - არასოდეს გავხდები რომელიმე პარტიის წევრი.
3. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ – დიდი ფეხბურთი მეთამაშა და საქართველოს ნაკრების წევრი გავმხდარიყავი.
4. ის, რის გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია - წიგნი.
5. ჩემი მეგობრები ჩემთვის - ის გარემოა, სადაც ვისვენებ ხოლმე.
6. იდეალური ქალი ჩემთვის - იდეალური ქალები არ მაინტერესებს.
7. ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში - ლიბერალიზმი.
8. ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში - ნერვული სისტემის პრობლემები
9. მჯერა, რომ - ნებისმიერ ადამიანში არსებობს კეთილი საწყისი.
10. არ მჯერა, რომ - ბათუმი კურორტია.
11. ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ - იუმორს და თავისუფლებას.
12. ყველაზე მეტად მეშინია - ყველაფრის მეშინია, სიკვდილის გარდა.
13. ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს - მინდა მქონდეს პატარა სახლი სადმე, სადაც ქალაქის ხმაურს და სისულელეებს მოვწყდები.
14. ის, რაც არ მქონდა და მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ - ბევრი არ მქონდა
15. ფრაზა, რომელსაც ყოვედღიურ საუბარში ყველაზე ხშირად ვიყენებ - ბოდიში.
16. ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც მაქვს - ძალიან ბევრი უცნაური თვისება მაქვს.
17. ყველაზე უხერხული სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩენილვარ - მადრიდში ერთხელ აღმოვჩნდი კინოდარბაზში, სადაც ათასამდე ლესბიანკა ესწრებოდა შესაბამისი ფილმის ჩვენებას და მე ვიყავი ერთადერთი მამაკაცი ამ საოცარ გარემოცვაში.
18. ყველაზე ხშირად მავიწყდება - ჩემი ასაკი.
19. ყოველთვის უნდა მახსოვდეს – რომ ეს სიცოცხლე მხოლოდ ნაწილია იმ სხვა სიცოცხლის , რომელიც ყველას გველის.
20. მინდა დამიმახსოვრონ, როგორც – ადამიანი.
21. სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვღიღინებ - ნიქ ქეივის “Into My Arms"
22. ის, რისი თქმაც სულ მინდოდა და დღეს, თქვენთან ვამბობ - ძალიან დავიღალე!
23. ისტორიული გმირი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს - ახლა მაინტერესებს დელი სიმონი და გივი ამილახვარი და მათ ცხოვრებას ვიკვლევ.
24. წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი - ჯეკ კერუაკის „გზაზე“.
25. კინოპერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად ვამსგავსებ ჩემს თავს - გელა კანდელაკის პერსონაჟი ფილმიდან „იყო შაშვი მგალობელი“.
სხვა სიახლეები
