თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანია „ელიტა ბურჯის“ იურისტი იმედა ნიკურაძე სამართალდამრღვევ პირად გაასამართლეს და 20 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
ნიკურაძის ადვოკატის ალა კახნიაურის თქმით, ბრალდება, რომელიც სასამართლომ დღეს ნიკურაძეს წაუყენა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. „ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, მივმართავთ შესაბამის ორგანიზაციებს, დიდი იმედი არ მაქვს, რომ სასამართლო რეაგირებას მოახდენს, თუმცა ჩვენ ყველა ეტაპს გავივლით,“ - აღნიშნა კახნიაურმა.
"ელიტა ბურჯის" იურისტი იმედა ნიკურაძე გუშინ საღამოს, პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, კახნიაური აღნიშნავს, რომ ნიკურაძეს სამართალდამცავებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
შსს-მ სამართალდამცავებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება, გუშინ, გაავრცელა.
"ბურჯის" ახალი მფლობელი პანამაში, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიაა. მისი პარტნიორი კი, საქართველოში "გამა GAMA LTD"-ეა, რომელიც საჯარო რეესტრში რამდენიმე დღის წინ - 26 ივლისს გატარდა.
სხვა სიახლეები
