"პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ" პრესის გავრცელება კურორტებზეც დაიწყო

  • 07 აგვისტო 2012, 16:12
  • 184

"თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ" პრესის გავრცელება ბორჯომში, ბაკურიანსა და ურეკშიც დაიწყო. მეორე კვირაა ბორჯომში ორგანიზაციის ორი სტენდი–ურიკა მუშაობს, ბაკურიანში – ორი სტენდი–ველოსიპედი და ერთი სტაციონარული სტენდი, ურეკში – ერთი სტენდი–ველოსიპედი.  

„ჩვენ ვაგრძელებთ პრესის გავრცელების ხელშეწყობას რეგიონებში, სასიამოვნოა, რომ, როგორც დამსვენებლების, ისე აქაური მცხოვრებელბის მხრიდან, ბეჭდური მედიისადმი ინტერესი დიდია“– ამბობს "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის" ორგანიზაციის რეგიონული განვითარების მენეჯერი ირაკლი სამხარაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კურორტებზე ჟურნალ–გაზეთების შეტანა "თავისუფალი პრესის მხარდაჭერის" ორგანიზაციამ აჭარიდან დაიწყო. დღეისთვის, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში, მახინჯაურში, ჩაქვში, ხელვაჩაურის მიმართულებით პრესის გამავრცელებელი 15 სპეციალური ურიკა და 5 სპეციალური ველოსიპედი მოძრაობს.   

 

სხვა სიახლეები