ანაკლიაში დავით დეფის პოეზიის ღამე ჩატარდება

  • 05 აგვისტო 2012, 13:57
  • 280

დღეს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში პოეტისა და რომანისტის დავით დეფის პოეზიის ღამე ჩატარდება. აუდიო აპარატურის გამოყენებით გაჟღერდება დეფის პოეზიის ახალი  ალბომი “დაფიონი სუპერნოვა დომინე”.

ანაკლიის პატრიოთთა ბანაკში პერფომანსს ორასზე მეტი სტუდენტი დაესწრება. დეფის პოეზიის აუდიო ალბომს “დაფიონი სუპერნოვა დომინე” ამერიკელმა და ევროპელმა კრიტიკოსებმა თანამედროვე მსოფლიო პოეზიაში  პირველი ხმა უწოდეს.

ალბომი 45 წუთიანია. მასში შესულია 16 ტრეკი. მთლიანად ალბომი კი, კვადროფონიული მასტერინგითაა ჩაწერილი.

პირველად ეს ალბომი  ნიუ იორკში, 2011 წელს მსოფლიო პენ ლაივზე, ლორი ანდერსონთან და სალმან რუშდისთან ერთად გაჟღერდა. 

სხვა სიახლეები