ირანი და ევროკავშირი მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ

  • 03 აგვისტო 2012, 13:45
  • 229

”როიტერის” ცნობით, გუშინ, ევროკავშირისა და ირანის მთავარი მომლაპარაკებლები თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების კიდევ გამართვაზე შეთანხმდნენ.

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ექვსეული, ევროკავშირის საგარეო საქმეების ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის ხელმძღვანელობით, ცდილობს ირანი დაარწმუნოს, რომ ბირთვული პროგრამის განვითარებაზე მუშაობა შეაჩეროს. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით უკანასკნელად გამართული მოლაპარაკებებიც უშედეგოდ დასრულდა.

”საედ ჯალილთან სატელეფონო საუბრის დროს შევთანხმდით, რომ ჩვენ კიდევ დავილაპარაკებთ ამ თვის ბოლოს,”-განაცხადა ეშტონმა.

თეირანი გამუდმებით იმეორებს, რომ ქვეყანა ბირთვული იარაღის შექმნაზე არ მუშაობს და ეს პროგრამა მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის სჭირდება.

როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი აღნიშნავს,  ირანი შესაძლოა ფიქრობს, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეიძლება უფრო მეტად დამყოლი გახდეს ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

თამთა კახაძე

2985 სტატია

სხვა სიახლეები