ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, ტელეკომპანიამ საკაბელო კომპანიის წარმომადგენელს წერილობით უნდა აცნობოს მაუწყებლობის სურვილის შესახებ. აღნიშნული პროცესი კი დიდხანს გაგრძელდება და საკაბელო საშუალებით მაუწყებლობის დაწყება გაჭიანურდება.
"ხვალ 6 საათზე მარეგულირებელში არის ხდომა და გავიგებთ რა უნდათ ზუსტად, რასაც ამ ეტაპზე ისინი აცხადებენ, კიდევ ერთი ხელშეშლაა. საკაბელო ტელევიზიებში დროულად ვერ მოხდება კომუნიკაციის დამყარება, ზოგის მისამართია არასწორი, ზოგის ტელეფონია არასწორი, მოკლედ, სანამ მე ამ საკაბელოებს მივმართავ გავა დრო და დამთავრდება ეს "must carry"-ის პრინციპი. წესით ვალდებულები იყვნენ, რომ თვითონვე ჩაერთოთ," - აცხადებს კიკაბიძე.
დღეს ცნობილი გახადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდება. ხვალიდან ოფიციალურად წინასაარჩევნო პერიოდი იწყება.
შესაბამისად "must cerry"-ის პრონციპიც ხვალიდან ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს, რომ ყველა საკაბელო კომპანიამ მოახდინოს ყველა სატელიტური და რეგიონალური ზოგადი მაუწყებლობის ლიცენზის მქონე ტელეარხის ტრანსლირება წინასაარჩევნო პერიოდში.
სხვა სიახლეები

