ცესკო-ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად 1 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდება.
”ყოველთვის რჩება იმის განცდა, რომ რაღაცის გაკეთება უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც საპარლამენტო, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მზად არის,” - ამბობს ხარატიშვილი.
მისი განმარტებით, ამ ორი არჩევნების ორგანიზებისას, განსხვავება ის არის, რომ ცესკო-ში საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოიყრის თავს, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს შედეგები ადგილზე დაითვლება. ”პარტიების რეგისტრაციის პროცედურები აბსოლუტურად ერთნაირია,” - ამბობს ხარატიშვილი.
სხვა სიახლეები
