ლონდონის ოლიმპიადაზე, 25 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის ქალთა შეჯიბრების კვალიფიკაციაში, ნინო სალუქვაძემ მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავა და ფინალს მიღამა დარჩა.
კვალიფიკაცია ორ ეტაპად გაიმართა. პირველ მისვლაზე სალუქვაძემ აშკარად ვერ აჩვენა საკუთარი შესაძლებლობები და მხოლოდ 289 ქულა დააგროვა, რაც არც ისე სახარბიელო შედეგია. კვალიფიკაციის პირველი ეტაპის შემდეგ ნინო მხოლოდ მე-18 იყო, მეორე მისვლაზე ნინომ 292 ქულა მოუყარა თავი და ჯამში 581 ქულით დაასრულა შეჯიბრი, რამაც მას მხოლოდ მე-15 ადგილზე გასვლის საშუალება მისცა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ფინალში პირველ რვა ადგილზე გასული სპორტსმენი იასპარეზებს. სალუქვაძეს ფინალამდე სულ ორი ქულა დააკლდა.
აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციის გამარჯვებულმა სახრეთ კორეელმა ჟანგმი კიმმა, 591 ქულით, ოლიპმიური რეკორდი დაამყარა.
დღესვე ოლიმპიადა ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანისთვისაც დასრულდა. ორივე სპორტსმენზე ქართული დელეგაცია დიდ იმედებს ამყარებდა.
სხვა სიახლეები

