არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდება

  • 01 აგვისტო 2012, 14:53
  • 1060

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდება.

პირველი ოქტომბერი-ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება. წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაცია იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით "საარჩევნო კოდექსით" დადგენილი წესის მიხედვით. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. მათ შორისაა, პრეზიდენტის ინიციატივით, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევა, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის და უწყებათაშორისი კომისიის აქტიური მუშაობის უზრუნველყოფა, პოლიტიკური პარტიებისთვის ქცევის კოდექსის შემუშავება.

სხვა სიახლეები