სალუქვაძე შანსს ინარჩუნებს

  • 01 აგვისტო 2012, 14:33
  • 862

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ტყვიის მსროლელ ქალთა პირველობაზე, 25 მეტრიდან პისტოლეტით სროლის დისციპლინის კვალიფიკაციაში სულ 40 მონაწილეა. მათ შორის ქართველი ნინო სალუქვაძეც.

ტიტულოვანი ქართველი ოლიმპიელი პირველ ოცეულში მოხვდა და სამი ცდის შემდეგ 289 ქულა დააგროვა რაც არც ისე კარგი შედეგია. ასპარეზობა მეორე ოცეულმაც დაასრულა და ნინო ამჟამად მე-18 ადგილზეა. ფინალში კი მხოლო 8 სპორტსმენი გადის. სანუკვარ მერვე ადგილს სალუქვაძეს სულ სამი ქულა აშორებს, ასე რომ ფინალში გასვლის შანსი ჯერაც არსებობს.

საკვალიფიკაციო სროლები ჯერჯერობით არ დასრულებულა.

სხვა სიახლეები