ლებედევსა და ხოდორკოვსკის ციხიდან გამოსვლის შანსი მიეცათ

  • 01 აგვისტო 2012, 12:00
  • 264

რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დადგენილებით, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ თავიდან უნდა განიხილოს ხოდორკოვსკისა და ლებედევის სარჩელი. ბიზნესმენების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ 2006 და 2010 წლებში ხოდორკოვსკი და ლებედევი ერთი და იგივე დანაშაულისთვის, ორჯერ გაასამართლეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, არ შეიძლება ბიზნესმენების ადვოკატების არგუმენტის იგნორირება. თავმჯდომარე დაეთნახმა ადვოკატებს, რომ ბიზნესმენებს მათი დაპატიმრების შემდეგ მიღებული შემსუბუქებული  კანონმდებლობა უნდა შეეხოთ და არა ძველი. 

საქმის ახალი განხილვა კი, შესაძლებლობას აძლევს ხოდორკოვსკისა და ლებედევს ამ წლის ბოლოს დატოვონ ციხე. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მოიგებენ. 

სხვა სიახლეები