კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები კომპანია "თელასიდან“ კვალიფიციური თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ.
როგორც დღეს, გამართულ აქცია-ბრიფინგზე კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ფაცაციამ განაცხადა, "თელასის" დირექტორის, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის დანიშნის შემდეგ, "თელასიდან" 100-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი გაათავისუფლეს.
მისივე თქმით, ვაკანტურ ადგილებზე არსოშვილის ახლობლები, ოჯახის წევრები და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაინიშნენ.
ფაცაციამ აღნიშნა, რომ ზურაბ არსოშვილი არა ქართველ ხალხს, არამედ რუსების ინტერესებს ატარებს, რადგან "თელასი" რუსებს ეკუთვნით.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია მოითხოვს, რომ შეწყდეს „თელასის“ კვალიფიციური თანამშრომლების გათავისუფლება.
სხვა სიახლეები
